04:35 - 24 Jul, 2026
|
2022-02-08 18:25:22, 671 ნახვა
საზოგადოება
ბოტანიკურ ბაღში საბავშვო სივრცის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, ცენტრალური შესასვლელის მიმდებარედ, ისტორიულ არბორეტუმთან განახლებული საბავშვო სივრცე მოეწყო. მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი გასართობი ატრაქციონი და შემეცნებითი-ეკოსაგანმანათლებლო აბრები განთავსდა. ამბავს თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საბავშვო სივრცის გახსნაზე ბოტანიკურმა ბაღმა „ბასტი-ბუბუს“ ჯგუფს უმასპინძლა. სტუმრებს ბოტანიკურ ბაღში შემეცნებითი ექსკურსია ჩაუტარდათ, რის შემდეგაც, მათ ეკოსაგანმანათლებლო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა და სიმბოლური საჩუქრებით დასაჩუქრდნენ. „ახალი საბავშვო სივრცე ბოტანიკური ბაღისთვის დამთვალიერებელთა მოზიდვის თვალსაზრისით, დამატებითი შესაძლებლობაა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)