|
2022-02-08 15:11:58, 594 ნახვა
საზოგადოება
რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო
თბილისის მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა სამგორის რაიონში რიგის პარკის მიმდებარე ბულვარის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოებს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან - ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო. „სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან კარგი რეკრეაციული პროექტი ხორციელდება. ჩვენ გასულ წელს განვაახლეთ რიგის პარკი. ულამაზესი სივრცე გამოვიდა და მაშინვე ვთქვით, რომ მხოლოდ ამაზე არ გავჩერდებოდით, რადგან ტერიტორია იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ რეკრეაციული სივრცე დამატებით მოწყობილიყო. ეს ტერიტორია გამწვანდება, დამონტაჟდება სარწყავი და განათების სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი სივრცე. ჩვენ პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ქალაქი იქნებოდა ყველაზე მწვანე, მოწესრიგებული და ამ პირობას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. პროექტის ფარგლებში, 2 ჰექტარზე დაგეგმილია საბავშვო და სპორტული მოედნების, საბაღე ავეჯის, სასმელი წყლის შადრევნების, ფანჩატურების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, ვიდეომეთვალყურეობისა და სარწყავი სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა გამწვანებული თარგები, დაირგვება მრავალწლიანი მცენარეები და დაითესება ბალახი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება 2022 წლის სექტემბერში იგეგმება და მისი სავარაუდო ღირებულება 3 მლნ ლარს შეადგენს. გასული წლის სექტემბერში რიგის პარკის რეაბილიტაცია დასრულდა. ასევე, ნაწილობრივ რეაბილიტირდა ზემოაღნიშნული ბულვარიც, რომლის კეთილმოწყობის მეორე ეტაპი 2022 წლისთვის იყო დაგეგმილი. რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობის სამუშაოებს, მერთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ასევე, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)