|
2022-02-07 15:09:14, 1157 ნახვა
საზოგადოება
როგორ მოქმედებს ხმაური პაციენტებზე და ექიმებზე?
ბგერებსა და აკუსტიკაზე ნერვული სისტემა ყოველთვის რეაგირებს - ან დადებითად ან უარყოფითად. შესაბამისად, სასიამოვნო მელოდიას შეუძლია ადამიანი დააწყნაროს და მოადუნოს, ხოლო გაურკვეველ ქაოსს კი ააღელვოს და შინაგანი შფოთვა გამოიწვიოს. მედიცინა ერთ-ერთი სექტორია, სადაც წყნარი და მშვიდი გარემოს შექმნა უმნიშვნელოვანესია. დღეს-დღეობით ექიმები, პაციენტები და სრულიად სამედიცინო პერსონალი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგანან - მიიღონ ან გაუწიონ მომსახურება საკმაოდ დაძაბულ და ქაოტურ გარემოში. საქართველოში საკმაოდ იშვიათია ხმის იზოლაცია სამედიცინო დაწესებულებში, სადაც ფეხის შედგმის მომენტიდან იგრძნობა ქაოსი, ხმაური და დაძაბულობა, ეს ყველაფერი კი აკუსტიკური სისტემების დარღვევის შედეგად ხდება. შესაბამისად, ადამიანის განწყობაზე ეს ხმაური უარყოფითად მოქმედებს და იწვევს აღგზნებას. რა თქმა უნდა, ხმაურიან და ექოებიან გარემოში რადიკალურად უარესდება პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის განწყობა, მათ შორის კომუნიკაცია, საერთო ჯამში, სამედიცინო მომსახურეობის ხარისხი. ამ დროს, მკაფიოდ იზრდება ექიმის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობა და მომხმარებლის უკმაყოფილების დონე. ზემოთ აღნიშნულმა პრობლემამ კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია სამედიცინო სფეროს კონკრეტულ სექტორებში, მაგალითად:
რომ შევაჯამოთ, სამედიცინო დაწესებულებებში ხმის იზოლაციის და აკუსტიკის პრობლემა ამცირებს პაციენტის გამოჯანმრთელების და რეაბილიტაციის ხარისხსა და დროს, ზრდის ტკივილგამაყუჩებლების გამოყენების სტატისტიკას, ქმნის სტრესულ გარემოს და უარყოფითად მოქმედებს საერთო სამედიცინო გარემოზე. გარდა ამისა, აკუსტიკურად გაუმართავი გარემო უარყოფითად აისახება კლინიკის იმიჯზე და მომხმარებლის კმაყოფილების დონეზე. შესაძლებელია ითქვას, რომ სამედიცინო სექტორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა - ხმის იზოლაციაა. პრობლემის სწორად იდენტიფიცირების შემდეგ, უკვე შესაძლებელია გადაჭრის გზების მოძიება. საქართველოში უკვე არსებობს რამდენიმე კლინიკა (გაგუას სამშობიარო ცენტრი, Mega Lab-ის ლაბორატორია და სხვა), რომლებმაც შეძლეს და ხმის იზოლაციის საკითხი გადაჭრეს. მათ რეკომენდაცია გაუწიეს კომპანია Akustiko-ს, რომელიც საქართველოში ხმის იზოლაციის ინოვაციურ სისტემებს აქტიურად ნერგავს და მომხმარებელს სთავაზობს მომსახურეობის სრულ სერვისს, ხმაურის აზომვითი სამუშაოებიდან - შესაბამისი ტექნოლოგიების მონტაჟის ჩათვლით.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)