|
2022-02-04 16:02:09, 799 ნახვა
საზოგადოება
გლდანის გამგეობა – მესამე ა მიკრორაიონის N20 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აგრძელებს. რაიონის მასშტაბით არაერთი ეზო კეთილმოეწყო. აღნიშნული სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს. კერძოდ, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ შიდა ეზოს რეაბილიტაცია გლდანის III ა მიკრორაიონის N20 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. სამუშაოების შედეგად, ასფალტის დაზიანებული ფენა მოიხსნა, მოეწყო ბორდიურები და ასფალტის ერთფენიანი საფარი 1 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე იგება. აღნიშნულისთვის 46 531 ლარი დაიხარჯება. გზის საფარის მოწესრიგების სამუშაოებამდე, აღნიშნულ მისამართზე გასულ წელს გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, წითელ ხაზებში არსებული ამორტიზებული წყალარინების ქსელი შეიცვალა. გარდა ამისა, გასულ წელს ამავე საცხოვრებელ კორპუსს სართულშორისი ნაპრალების რეაბილიტაციაც ჩაუტარდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)