21:55 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-04 10:58:27, 907 ნახვა

სამართალი
მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარტვილში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. 

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ორივე სამართალდარღვევა გამოვლენილია მარტვილის მუნიციპალიტეტში - სოფელ სალხინოში  და სოფელ ლეხაინდრავოში.

"სოფელ სალხინოში მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ეზოში 69 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 3,6 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) იყო განთავსებული. 

უკანონო, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი სოფელ ლეხაინდრავოშიც. ტერიტორიაზე ასევე გამოვლენილია 58 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან, 43 ერთეული თხმელას (მურყანი) სახეობის მორი საკარმიდამო ეზოში, 15 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი კი,  ეზოში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე იყო განთავსებული. 

ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა." - ნათქვამია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics