|
2022-02-03 17:11:22, 829 ნახვა
საზოგადოება
„ისწავლე და დასაქმდი“ - მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში პროფესიულ მომზადებას 1123 მოქალაქე გადის
მუნიციპალური პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ გრძელდება. ამჟამად, ოთხ სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში მომზადებას 1123 მოქალაქე გადის. პროგრამაში ჩართული პირები 40-ზე მეტ პროფესიას „იკაროსში“, „მერმისში“, „სპექტრში“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრში“ ეუფლებიან. სწავლების პროცესს დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია კოლეჯ „მერმისში“ გაეცნო. „პროგრამაში ჩართული მოქალაქეები შრომის ბაზარზე განსაკუთრებით მოთხოვნად სპეციალობებს მშენებლობის, მომსახურების, წარმოების, დიზაინის, კვების, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, საფინანსო, ინჟინერიის და ინფორმაციული ტექნოლოგიის სფეროებში ეუფლებიან. ვთანამშრომლობთ არა მარტო პროფესიული სასწავლებლებთან, არამედ დამსაქმებლებთან, რომელთა დახმარებით, კურსის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები სხვადასხვა კომპანიებში საქმდებიან. 2018 წელს დავიწყეთ ამ პროგრამის განხორციელება და ამ ხნის განმავლობაში 5600 მოქალაქე ჩაერთო. პროგრამის 4500-მა მონაწილემ მომზადება უკვე დაასრულა და მათი 75 პროცენტი დასაქმებულია“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. დაინტერესებული მოქალაქეების ელექტრონული რეგისტრაცია ხორციელდება მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე www.dasakmdi.ge მონაწილეების ახალი ნაკადის მიღება მიმდინარე წლის მარტში იგეგმება. პროგრამაში ჩართვისთვის საჭიროა მოქალაქე იყოს მინიმუმ 18 წლის და თბილისში რეგისტრირებული.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)