15:38 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 21:35:09, 6182 ნახვა

კულტურა
დოლი პარტონი, ემინემი, ლიონელ რიჩი - როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის 2022 წლის პირველადი ნომინანტები გახდნენ

დოლი პარტონი, ემინემი, ლიონელ რიჩი, პეტ ბენატარი - ეს იმ მუსიკოსთა სახელებია, რომლებიც ამ წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის პირველადი ნომინანტები გახდნენ.

ცერემონიაში მონაწილეობას 17 გამორჩეული არტისტი მიიღებს, რომელთა შორის ასევე იქნებიან: დიონ ვორვიქი, ქარლი საიმონი, ჯუდას პრისტი და სხვები.

საინტერესოა ისიც, ცერემონიაში მონაწილეობის უფლების მინიჭებიდან, ემინემი ნომინანტთა შორის პირველივე წელსვე დასახელდა. ამბავს NBC News იუწყება.

„ამ წლის ნომინანტები მრავალფერვანი და საოცარი არტისტები არიან. თითოეულ მათგანმა მუსიკაზე, როგორც კულტურაზემ დიდი ზეგავლენა მოახდინა“, - განაცხადა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის უფროსმა, ჯონ საიკსმა.

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი და მუზეუმი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მუსიკალური შემსრულებლების ისტორიის შესანახად განკუთვნილი სივრცეა, რომელიც კლივლენდში, აშშ-ის შტატ ოჰაიოში მდებარეობს. მუზეუმი 1983 წლიდან ამერიკული მუსიკალური კულტურის ნაწილია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics