22:59 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 18:02:43, 784 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა სახეზეა

უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხორციელდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის, -  "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კვალი შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც სააკაშვილი იმყოფებოდა სახეზეა.

"უფლებების დარღვევა, რაც მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხდება, ჩემი აზრით, მოსვენებას არ უნდა აძლევდეს არავის. წარმოუდგენელია, რომ მსგავსი კანონდარღვევები ხდებოდეს, ვის მიმართაც გინდა, მით უმეტეს პრეზიდენტის მიმართ და ამას ყველაფერს მშვიდად ეგუებოდა. ამიტომ, მე რეგულარულად მაქვს მასთან კომუნიკაცია. მერეც ვაპირებ ჩამოსვლას. ახლა გამოვკითხე გორიდან გამოსვლის ეპიზოდზე, იმიტომ, რომ  მას შემდეგ არ მქონია კომუნიკაცია.

მე ექიმი არა ვარ, მაგრამ კვალი იგივე შიმშილობის თუ მოპყრობის, რომელშიც ის იმყოფებოდა და იმყოფება, რა თქმა უნდა, არის და ასევე პრობლემები გრძელდება კვებასთან დაკავშირებით და სხვდასხვა. ამაზე ალბათ ექიმებმა უფრო უკეთ უნდა ისაუბრონ, თუმცა სამწუხაროდ, აქაც მისი უფლებები ირღვევა და მათ არ აქვთ საშუალება კომუნიკაციის." განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics