06:41 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-02 12:19:07, 837 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე - ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია

კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება   150 ლარია. თბილისის მერის განცხადებით,  ერთთვიანი სამგზავრო აბონემენტის ღირებულება არა 150, არამედ 40 ლარია.  მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია  მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და თბილისის მერიის დისკრედიტაციას  ემსახურება. 

„გუშინ ერთ-ერთ ტელეარხზე  ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, სადაც მიზანმიმართული მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. კონკრეტული ტელეარხის  ჟურნალისტი მიდის ადამიანებთან და  ეკითხება,  აქვთ თუ არა მათ საშუალება,   ერთთვიან აბონემენტში გადაიხადონ 150 ლარი. მე არ ვიცი, ეს ჟურნალისტის მხრიდან შეცდომა იყო თუ არა, რადგან თქვენ იცით, რომ 150 ღირს არა ერთთვიანი, არამედ 6-თვიანი აბონემენტი. ასეთი დეზინფორმაციების გავრცელება, ვფიქრობ, მიზანმიმართულად ხდება, რომ რაც შეიძლება მეტი ნიჰილიზმი დაითესოს საზოგადოებაში“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
თბილისის მერმა გადახდის ახალ სისტემაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტისგან მხარდაჭერის საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის ძველი შეღავათიანი ტარიფი კვლავ ძალაში რჩება. 

„რაც შეეხება გადახდის ახალ სისტემას, რომელიც პირველი თებერვლიდან ამოქმედდა, დღეისათვის უკვე გაყიდულია 15 000 აბონემენტი. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ის საშეღავათო პირობები, რომელიც გვქონდა  გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის, იმ ოჯახებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, ძალაში რჩება ამ ახალი სისტემის პირობებშიც. ვინც სარგებლობდა შეღავათებით და იხდიდა 10, 20 თეთრს ან მგზავრობდა უფასოდ, მაგრამ მიკროავტობუსში უწევდა 80 თეთრის გადახდა. პირველი თებერვლიდან ჩვენ გვაქვს ინტეგრირებული სისტემა და ამ მოქალაქეებს მიკროავტობუსის მგზავრობის დროსაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ იმავე შეღავათით. დაახლოებით, 450 000 პირი სარგებლობს შეღავათით“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics