|
2022-02-01 20:28:57, 590 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - უპრინციპო და მხდალი მეგობარი არც დასავლეთს ჭირდება და ვერც რუსეთთან ,,დაალაგებს" მონობით
,,უპრინციპო და მხდალი მეგობარი არც დასავლეთს ჭირდება და ვერც რუსეთთან ,,დაალაგებს" მონობით", - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო იცვლება, ახალი ძლიერი დემოკრატიული ბლოკებიც ყალიბდება. რუსეთის შიშის გამო კი, მიტაცებული სახელმწიფო მარტო ქვეყნის შიგნით და აწმყოში არ ზარალდება. ,,როგორ უნდა მოეხერხებინა საქართველოს რეჟიმს, რომ აქ ჩვენი ხუთჯვრიანი დროშა არაა! მსოფლიო იცვლება - ახალი ძლიერი დემოკრატიული ბლოკებიც ყალიბდება. რატომ არ გაგვიგია არაფერი ბრიტანეთ- პოლონეთ - უკრაინის უაღრესად სასარგებლო კავშირში საქართველოს ყოფნის შანსებზე? იმიტომ, რომ ამის შესახებ კრინტიც ვერ დაუძრავს რუსების შიშით ივანიშვილს! მიტაცებული სახელმწიფო მარტო ქვეყნის შიგნით და მარტო აწმყოში არ გვაზარალებს და გვართმევს შანსებს! ფოტოზე აღბეჭდილმა თითეულმა დროშამ იცის, რომ აგრესიას სხვებთან ერთად უნდა აღუდგეს წინ, რომ შემდეგი თავდასხმის ობიექტი შეიძლება თავადაც გახდეს და რომ ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლაში სიკეთის მხარე უნდა აარჩიო და მყარად დადგე - გასუსვა არ შველის!", - წერს ნიკა მელია Facebook-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)