|
2022-01-31 20:19:43, 544 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე - მკვლელობაში ბრალდებული პირი, პრეზიდენტის შეწყალებული არ ყოფილა
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია „ტვ პირველის“ ეთერში გასულ ინფორმაციას. ადმინისტრაცია,,ტვ პირველს“ მოუწოდებს, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, დაუყოვნებლივ უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს, პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა. „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს ,,ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული. გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც შეწყალებაა, შესაძლოა იყოს, ან უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური მიდგომის მანიშნებელი, ან პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, ,,ტვ პირველს“ დაუყოვნებლივ, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)