|
2022-01-27 18:39:27, 802 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტას“ ახალი წარმომადგენლობები რეგიონის ქვეყნებს სცდება - როგორია ჰოლდინგის 2022 წლის გეგმები
2021 წელს თეგეტა ჰოლდინგის შემოსავალმა 850 000 000 ლარი შეადგინა. დაიწყო შოურუმების განახლების პროცესი, უკვე დაგეგმილია ახალი სერვისცენტრების გახსნა დედაქალაქში. 3 წლის პერსპექტივაში კი, კომპანია „თეგეტა ექსპრესის“ კონცეფციას აქცევს რეალობად, რომელიც უბნებში მიკრო-ფილიალების შექმნას და მარტივი სერვისების სწრაფად მიღებას გულისხმობს. ამის შესახებ კომერსანტთან ინტერვიუში, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. გასულ წელს კომპანიის მსუბუქი ავტომობილების მიმართულებამ 2000 ავტომობილი გაყიდა და ბაზრის 35%-იანი წილი დაიკავა. პანდემიური წლის მიუხედავად, თეგეტა ჯგუფმა ბიზნესის გეოგრაფიული არეალიც გააფართოვა და სომხეთის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის გარდა წარმომადგენლობები უკრაინასა და ემირატებშიც გახსნა. ,,თეგეტას უახლოესი ერთი წლის ხედვის ნაწილია რეგიონალური დივერსიფიცირება და მსოფლიო ბიზნეს რუკაზე აფრიალებული საქართველოს დროშა. ამ მიმართულებით იგეგმება გაფართოება უკრაინის ბაზარზე, წარმომადგენლობების გახსნა აფრიკასა და ჩინეთში. საფუძველი უკვე ჩაყრილია და პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება“, - ამბობს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი. შთამბეჭდავია თეგეტას ინფრასტრუქტურილი პროექტების სიაც, რომელიც გასულ წელს დაიწყო და 2022-ში უნდა დასრულდეს. თეგეტა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი კომერსატთან ინტერვიუში ორ ძირითად მიმართულებას გამოყოფს, ეს არის პორშეს შოურუმის სრული განახლება და ასევე ვაკეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე უპრეცდენტო საავტომობილო ცენტრის მშენებლობა, სადაც გაერთიანდება როგორც მაზდას და ვოლვოს შოურუმები, ასევე თეგეტა მოტორსის თანამედროვე, უახლესი კონცეფციის სერვის ცენტრი.
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. „თეგეტა ჰოლდინგი“ მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო, ინდუსტრიულ და საგარაჟე დანადგარებს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. ,,თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს “Porsche”, Volvo”, “Toyota”,”Mazda”. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით „თეგეტას“ პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: “MAN”,”JCB”,”HINO” და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 2500-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
Bloomberg: რუსეთის უმდიდრესი ადამიანების ქონება წლის დასაწყისიდან 4.82 მილიარდი დოლარით გაიზარდა
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)