|
2022-01-27 17:29:24, 650 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე - ბოიკოტი თუ გაგრძელდა, „ენმ“ დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა
ბოიკოტი დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაცმოძრაობა“ დაემსგავსება ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. „საპარლამენტო ბოიკოტი კიდევ დიდხანს თუ გაგრძელდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაემსგავსება იმ ფეხბურთელს, რომელსაც ტრავმის გამო ბევრი გაუცდა და წონამომატებული და ფორმადაკარგული დაუბრუნდა სათამაშო მოედანს, სადაც ბევრს ვერაფერს აკეთებს“, – წერს რომან გოცირიძე. შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს აგრძელებს და როგორც პარტიაში აღნიშნავენ, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია. ჯერჯერობით უცნობია, როდის და როგორ გააგრძელებს პარტია საპარლამენტო საქმიანობას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)