02:24 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-21 12:34:51, 977 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის სახალხო დამცველი რატი ბრეგაძეს წერილით მიმართავს და მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ითხოვს

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს რუსთავის მე–12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების ნებართვა სთხოვა.

გარდა ამისა, უკრაინის ომბუდსმენმა რატი ბრეგაძეს მიმართა წერილით, მიიღოს ზომები მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად.

"ქართველ პარლამენტარებს ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებ, რომ მივმართე საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მიიღოს ზომები უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის უზრუნველსაყოფად. ვესაუბრე მომავალ თვეში რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების გეგმების შესახებ. შესაბამისი ნებართვის თხოვნით საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც მივმართე", – წერს ლიუდმილა დენისოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics