03:05 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-20 11:21:02, 1049 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ანთაძე - ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავება ოკუპაციის შედეგია, რაზეც სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს

სოფელ ერგნეთში ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა იმართება.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, შეხვედრაზე საუბარი შეეხება,  როგორც  უკანონო პატიმრობაში მყოფ მოქალაქეებს ისე კირბალში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებს.

ანთაძის განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება ოკუპაციის შედეგია,  რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს ეკისრება.

"განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებზე რათა, ისინი რაც შეიძლება მალე დაურუნდნენ საკუთარ ოჯახებს. შეხედრაზე,  რა თქმა უნდა,  მთავარი აქცენტი გაკეთდება უკანონო ბორდერიზაციაზე,  რომელიც აქტიურ ფაზაშია შესული. საუბარი შეეხება კირბალში მიმდინარე დესტრუქციულ და ნეგატიურ პროცესებსაც. ყოველივე ეს არის ოკუპაციის ნეგატიური შედეგი რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს" , - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics