|
2022-01-20 10:15:43, 1149 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში, საჯარო სივრცეებში ნიღბის ტარებისა და კოვიდპასპორტების წარდგენის ვალდებულება უქმდება
დიდ ბრიტანეთში კოვიდრეგულაციების ნაწილი უქმდება. კერძოდ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ნიღბის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. მისივე თქმით, 27 იანვრიდან Covid-ის საშვის წარდგენის ვალდებულების და დისტანციური მუშაობის რეკომენდაცია გაუქმდება. ამასთან ძალაში რჩება საზოგადოებრივ ტრანსპორტში ნიღბის ტარება. ასევე ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები აღარ იქნება სავალდებულო, რეკომენდაციაა, რომ მოსახლეობამ ატაროს პირბადეები დახურულ ან ხალხმრავალ ადგილებში. მთავრობის განცხადებით, გადაწყუვეტილება მოსახლეობის მიერ ბუსტერდოზების მიღებითა და სათადარიგო გეგმის სათანადოდ დაცვით არის განპირობებული. ბორის ჯონსონის თქმით, ვირუსის და ახალი ვარიანტების აღმოფხვრა შეუძლებელია."ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება Covid-თან ისე, როგორც ვცხოვრობთ გრიპთან ერთად", - განაცხადა მან. ინფორმაციისთვის, ბრიტანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 77 პროცენტი და ბუსტერდოზით აცრილია 54.3 პროცენტი. ამასთან, სრულად, ორივე დოზით აცრილია მოსახლეობის 71 პროცენტი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)