12:10 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-11 10:21:24, 1205 ნახვა

მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტი - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება

ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომართ თოყაევის განცხადებით, ყაზახეთიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება.

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ძალების მისია წარმატებულად დასრულდა, ორ დღეში დაიწყება სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა“, - განაცხადა თოყაევმა.

ყაზახეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა და ამჟამად ყაზახეთში მდგომარეობა სტაბილურია.

„ყაზახეთზე თავდასხმის გეგმა მოიცავდა როგორც სამხედრო ისე პოლიტიკურ, იდეოლოგიურ და დეზინფორმაციულს. ძალაუფლების ხელში ჩაგდების მზადებაზე პროფესიონალები მუშაობდნენ“, - განაცხადა თოყაევმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics