05:53 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-06 20:40:31, 835 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - დღეს, საქართველოში ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა რომ იყოს, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა

„ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა. რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა?!“, - ამის შესახებ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა უბედურებასთან ერთად ახლანდელმა ხელისუფლებამ მიგვაჩვია, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი, ბოლო 3 დღეში კი, ქვეყანაში, კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა​.

„ბოლო 3 დღეში საქართველოში კოვიდით 140 ადამიანი გარდაიცვალა​. ყველა უბედურებასთან ერთად ჩვენ მიგვაჩვიეს, რომ საქართველოში არის ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გარდაცვალების მაჩვენებელი. ეს იმ პირობებში, როცა საქართველოში ბიზნესს ათმაგად მკაცრი შეზღუდვები დაუწესეს, ვიდრე უკრაინაში. თითქმის მთელი დრო, ყველა კაფე და მაღაზია მუშაობდა კიევსა და ოდესაში და ტურისტულ სექტორზე დამოკიდებულ საქართველოში დრაკონულად მოკეტეს ყველაფერი.

თითქოს არაფერი და გავატარეთ ტიკარაძის აღიარება, რომ ძირითადად ხალხი იღუპება საავადმყოფოში აკიდებული დამატებითი ინფექციის გამო. მაშინ რაღას ავაშენეთ ჩემს დროს 150 თანამედროვე საავადმყოფო, თუ ძველი საბჭოთა საავადმყოფოების პირობებშიც კი, უკრაინას ბევრად უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა. ზუსტად ვიცი, დღეს რომ ჩვენი ან ნებისმიერი სხვა ეფექტური მთავრობა იყოს საქართველოში, სიკვდილიანობა სამჯერ ან ოთხჯერ ნაკლები იქნებოდა?!“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics