|
2022-01-05 19:36:31, 987 ნახვა
საზოგადოება
6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს
6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ერთად აღნიშნავს. სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია მიიჩნევს, რომ იესო ქრისტე თავისივე დაბადებისას მოინათლა. ეკლესია ხუთი საუფლო დღესასწაულიდან ორის – შობისა და აღდგომის წინა დღეებს „ჭრაგალუიცს“ (წინასადღესასწაულოს) უწოდებს. ეს სახელი წარმოიშობა გამოთქმიდან „ლამპრის ანთება“, რომელიც კანდელის ანთებას, სანთლის ანთებას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანებს ეკლესიებში ანთებული კანდელები სახლში მიაქვთ. აღნიშნული ინსტიტუტი ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული კონფესიაა მსოფლიოში, რომელიც თავისთავად განსხვავდება კათოლიციზმისა და მართლმადიდებლობისგან. „6 იანვარს სომეხთა სამოციქულო ეკლესია ზეიმობს იესო ქრისტეს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს. ძე ნათელს იღებდა, სულიწმიდა მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ციდან ისმოდა მამის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ”. (მათ. 3:17, მარკოზი 1:11, ლუკა 3:22). ამრიგად, სომეხთა ეკლესია ამ ორ მოვლენას ერთად, 6 იანვარს აღნიშნავს.6 იანვარს დილით აღევლინება წმინდა წირვა, რის შემდეგაც სრულდება წყალკურთხევა - იესოს ნათლისღება (ხალხური ტრადიციის მიხედვით, ჯვარს წყალში შთაფლავენ). იესომ წყალი აკურთხა მისი ნათლისღებით. ის, ვინც წირვას აღავლენს, წმიდა მირონს აწვეთებს წყალში და აკურთხებს მას. ტრადიციის თანახმად, ხალხს ნაკურთხი წყალი სახლში მიაქვს და სნეულთა სამკურნალო საშუალებად იყენებს. შემდეგ მღვდელი დადის მორწმუნეთა სახლებში, ახარებს მათ იესო ქრისტეს შობას. აქედან წარმოიშვა სახლის კურთხევის ტრადიციაც“, - აღნიშნულია სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)