|
2022-01-05 11:30:26, 743 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა დაეხმარება მათ საკუთარი საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში. „ჩვენ მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. არა ერთი წარმატებული მაგალითი გვაქვს, როცა ჩვენი დაფინანსებული დევნილები და ეკომიგრანტები უკვე თავად ხდებიან დამსაქმებლები“, - აღნიშნა ბესარიონ სიმონიშვილმა. ბოლო ორი წლის განმავლობაში, სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 1000-ზე მეტი დევნილი და ეკომიგრანტი უკვე დააფინანსა და ეს პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)