|
2021-12-30 19:09:13, 772 ნახვა
პოლიტიკა
2022 წლის 1-ელი მარტიდან ინსპექტორის სამსახური ოფიციალურად გაუქმდება
საქართველოს პარლამენტმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტი, მესამე მოსმენით დაამტკიცა. გადაწყვეტილებას მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა, მის საწინააღმდეგ კი, ხმა 7-მა პარლამენტარმა მისცა. გადაწყვეტილება ძალაში 2022 წლის 1-ელი მარტიდან შევა, შესაბამისად, მოვალეობიდან განთავისუფლებულნი იქნებიან თვითონ სახელმწიფო ინსპექტორი და მისი მოადგილეები. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინსტიტუტის ნაცვლად, პირველი მარტიდან ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური დაიწყებს ფუნქციონირებას. ხელისუფლებს ცნობით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია მიენიჭება, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს კი, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის, ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია დაეკისრება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)