|
2021-12-30 16:54:41, 926 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში სახურავი და წყალსაწრეტი მილები 81 მისამართზე მოწესრიგდა
გლდანის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 2021 წელს დაზიანებული სახურავისა და წყალსაწრეტი მილების მოსაწესრიგებლად სამუშაოები 81 მისამართზე ჩატარდა. - ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. მათივე ცნობით, დაზიანებული სახურავი ქერჩის N6 და N6 ბ საცხოვრებელ კორპუსებში ახლახან მოწესრიგდა. ქერჩის N6 კორპუსში სამუშაოები 2038 კვადრატულ მეტრ ფართობზე განხორციელდა, რისთვისაც გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 47 737 ლარი დაიხარჯა. ქერჩის N6 ბ კორპუსში კი სამუშაოები 2 286 კვ. მ. ფართობზე ჩატარდა. სამუშაოებისთვის 61 177 ლარი გამოიყო. პროექტი გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და გამგეობის მიერ 100%-ით დაფინანსდა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)