|
2021-12-30 13:20:55, 849 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულმა არქივმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულმა არქივმა 2021 წელს განხორციელებული პროექტები შეაჯამა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი დაესწრო. ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა დამსწრე საზოგადოებას ერთწლიანი საქმიანობის შედეგები გააცნო. 2021 წელს შემუშავდა ეროვნული არქივის განვითარების 3-წლიანი სტრატეგია; ეროვნული საარქიფო ფონდი შეივსო ახალი მასალით; მომზადდა ახალი ნორმატიული აქტები; მოქალაქეებზე გაიცა 16 ათასამდე ცნობა; სამკითხველო დარბაზი მოემსახურა 1056 მკვლევარს; რესტავრაცია ჩაუტარდა ლახამულის თემის წმინდა გიორგის ტაძარში დაცულ XII საუკუნის ოთხთავს, ასევე საარქივო მასალის 17 ათასამდე ფურცელს; დოკუმენტების დედნების უკეთ დაცვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ციფრულ მატარებელზე გადავიდა ათასობით საარქივო დოკუმენტი; მიმდინარეობდა მუშაობა ელექტრონული არქივაციის სისტემასა და სტანდარტებზე; განხორციელდა არაერთი სამეცნიერო პროექტი, მომზადდა ახალი გამოცემები და გამოფენები; შემუშავდა სამი ელექტრონული კატალოგი; ეროვნული არქივის კინოდარბაზმა არაერთ კინოჩვენებას უმასპინძლა; კომპანია „ჯეპრასთან" და კალიგრაფ დავით მაისურაძესთან თანამშრომლობით ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტები შეიქმნა; ეროვნული არქივის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდზე 5 ვირტუალური გამოფენა, 10 მულტიმედიური გვერდი და 15 კოლექცია განთავსდა; ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის ახალი შენობა გაიხსნა. გაწეული შრომისა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და ეროვნული არქივის დირექტორმა თეონა იაშვილმა ღონისიძიებაზე ეროვნული არქივის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს, ორ მათგანს კი ეროვნული არქივის დამსახურებული თანამშრომლის საპატიო წოდება მიენიჭა. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საგამოფენო პავილიონში გამოფენილი ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)