|
2021-12-30 13:29:24, 927 ნახვა
საზოგადოება
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტადა, გაბრუებულია, ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილი, ძალიან სუსტადა, გაბრუებულია და განცხადების გაკეთება ამ მდგომარეობის გათვალისწინებით არ შეუძლია. ამასთან ნიკა გვარამია ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი. "პირველ რიგში, მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთში შეუძლებელია, რომ გაკეთდეს იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, შესაბამისად ვერ ვისარგებლებთ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ იქნება განცხადებები. არის სუსტად, როგორც იყო ჩამოჰყავთ, 2 ადამიანს იქიდან აქედან და აჰყავთ, ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა რომელიც გვაქვს, რომ ახლა უკვე უნდა შევხვდეთ ხოლმე მას და ის ჩამოსაყვანი და ასაყვანი ყოველ ჯერზე, რაც ძალიან მძიმე ამბავია ჩემი აზრით და მთავარი არის ყალბი დიაგნოზით არის გამოწერილი, მე ვნახე ფორმა- 100 დიაგნოზი. 27 და 30 დეკემბრის დიაგნოზი და შემიძლია გითხრათ, რომ ორივე არის ყალბი გამოწერილი. დადგენილი ჰოლოპატია არის ამოღებული დიაგნოზიდან ამას ექიმები უკეთ ახსნიან, როგორ არის და რატომ იყო შეუძლებელი ამის დადგენა ფორმა-100.", - თქვა ნიკა გვარამიამ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)