|
2021-12-28 17:41:15, 667 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის დროს მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში; ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება"
„დარწმუნებული ვარ, რომ იქ ყველა პროცედურა არის დაცული. მე თავად გახლდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მათ შორის, მკურნალობის მიზნითაც ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში გარკვეული პერიოდით და, აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი თითოეულ ექიმს და, ზოგადად, სამედიცინო პერსონალს, ვინც მუშაობს ამ დაწესებულებაში. ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება და, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე", – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, არის, უბრალოდ, სირცხვილი. „ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება, და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან. და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რაც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა, ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)