|
2021-12-28 12:44:49, 541 ნახვა
საზოგადოება
უქმე დღეებთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 დეკემბრის N608 დადგენილების გათვალისწინებით, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეებში და 8 – 9 იანვარს გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. უწყების ცნობით, სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება. "2022 წლის 1 იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ იმუშავებენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრები. გთხოვთ, აღნიშნული გაითვალისწინოთ სერვისებით (მ.შ. ელექტრონული) სარგებლობისას. ამასთან, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით, სასურველი ინფორმაციის მისაღებად, 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრს - 2 299 299 ან ისარგებლოთ RS ჩათის მეშვეობით ან მოგვწეროთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე info@rs.ge" - წერია გავრელებულ განცხადებაში.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)