08:47 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 19:36:19, 936 ნახვა

პოლიტიკა
სახალხო დამცველის თქმით, ინსპექტორის სამსახურის გაუქმება კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტის წევრების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებასთან, იგი ასევე, დისკრიმინაციულია და მიზნად დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას ისახავს.

ომბუდსმენის თქმით, ეს აღნიშნული „უკიდურესად შემაშფოთებელია“.

„საქართველოს სახალხო დამცველისთვის უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლითაც დაჩქარებული წესით უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. პროექტი მომზადებულია გაუმჭვირვალედ და დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე.

მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან ადამიანის უფლებასთან, არის დისკრიმინაციული და მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის საქმეში ჩარევას”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics