12:55 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-27 12:48:31, 1859 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში ხანძრით დაზარალებულ ჯინჭარაძეების ოჯახს აჭარის მთავრობა დაეხმარება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქობულეთიში, ხანძრის შედეგად დაზარალებული ჯინჭარაძეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ოჯახს სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება. 2022 წლიდან ხანძრის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაცია 15 ათასიდან 20 ათას ლარამდე იზრდება და ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაზრდილ კონპენსაციას მიიღებს.

თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, რომან ჯინჭარაძეს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება,  სრულად დაუფინანსდება კვლევისა და ოპერაციის საფასური.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საჭიროა საბინაო ფონდის შექმნა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში  სოციალური სახლის მშენებლობის დროული დაწყება.

ოჯახი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უზრუველყოფილი იქნება ქირით და პირველადი საჭიროების ნივთებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics