|
2021-12-27 11:38:08, 947 ნახვა
საზოგადოება
აგრარულ დარგის ახალგაზრდა მკვლევარების ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის კვლევით ორგანიზაციასთან მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ახალგაზრდა მეცნიერთა ცოდნისა და გამოდილების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, დიდი ბრიტანეთის წამყვან კვლევით ორგანიზაციასთან (NIAB) თანამშრომლობას იწყებს. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ურიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ლონდონში, საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით გაფორმდა, რომელიც საქართველოს ელჩის სოფიო ქაცარავას, NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორის, მარიო კაკამოს და ინოვაციური კლასტერის პროგრამის „Growing Kent and Medway” ხელმძღვანელის, ნიკოლა ჰარის მიერ იყო შეთანხმებული. „დიდი ბრიტანეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც მრავალწლიანი პარტნიორობა და დარგობრივი მიმართულებებით თანამშრომლობა გვაკავშირებს. აღნიშნული მემორანდუმი ხელს შეუწყობს წამყვან ქართველ და ბრიტანელ მკვლევარებსა და ექსპერტებს გამოცდილებისა და ცონის გაზიარებაში“,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ. NIAB-ი დიდ ბრიტანეთში სოფლის მეურნეობის დარგში ერთ-ერთი მზარდი სამეცნიერო ორგანიზაციაა, რომელსაც მცენარეთა გენეტიკის, აგრონომიის და მონაცემთა ბაზის შეგროვების კუთხით ფართო შესაძლებლობები გააჩნია. NIAB-ი წარმატებულად თანამშრომლობს როგორც სამთავრობო, საგანმანათლებლო, ასევე ინდუსტრიულ ორგანიზაციებთან. „ახალი საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს მემცენარეობის დარგის და ტექნოლოგიების განვითარებასა და გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა მკვლევარების განვითარებასა და მათ კარიერულ ხელშეწყობაზეა გამახვილებული. მოხარული ვიქნებით, ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს NIAB-ში ვუმასპინძლოთ“,- განაცხადა NIAB-ის აღმასრულებელი დირექტორმა, მარიო კაკამომ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)