01:37 - 25 Jul, 2026
|
2021-12-22 15:07:59, 591 ნახვა
საზოგადოება
რიკოთის უღელტეხილზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს ვერტყვიჭალაში ჩამოინგრა სამშენებლო საამქროს მსუბუქი კონსტრუქცია, რის შედეგადაც საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ხოლო ერთი გარდაიცვალა. დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულია გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)