|
2021-12-22 12:55:48, 501 ნახვა
საზოგადოება
მანჯგალაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მანჯგალაძისა და ურიდიას ქუჩების გზაჯვარედინის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების კვეთიდან ურიდიასა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა დღეს 14:00 საათიდან 26 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს. სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ურიდიას, ჩხიკვაძის, ლიკანის, ჩაქვისა და დადიანის ქუჩების გამოყენებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით: ავტობუსი N36 და მიკროავტობუსი N437 ურიდიას ქუჩიდან გადაადგილდებიან ჩხიკვაძის, ლიკანისა და ჩაქვის ქუჩებზე, რის შემდეგაც, დაუკავშირდებიან ცოტნე დადიანის ქუჩას და სვლას გადასასვლელი ხიდის მიმართულებით განაგრძობენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული ტრანსპორტი ცოტნე დადიანის ქუჩიდან დაუკავშირდება ჩაქვის, ლიკანისა და ჩხიკვაძის ქუჩებს და შემდგომ, ურიდიას ქუჩის დახმარებით, მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)