|
2021-12-22 11:29:43, 629 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ექს–პრეზიდენტი დღეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება. მისივე თქმით, მომდევნო სასამართლო პროცესებს დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. მანვე დასძინა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე უფლებადამცველები რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებენ. „ის შესავალი სიტყვების ეტაპი და ამ საქმეზე ჩვენ და მთელმა ქართულმა საზოგადოებამ ნათლად იცის, რომ არ შეიძლება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორი პოლიტიკურად დევნილი პირი სამშობლოში დაბრუნების გამო სამართლდებოდეს. დღევანდელ პროცესზე წარდგენილი იქნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების დართვის შესახებ, რაზეც სახალხო დამცველის ექსპერტთა კონსილიუმმა, რაზეც ცენტრმა "ემპათიამ" იმსჯელა“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)