02:34 - 25 Jul, 2026
|
2021-12-22 09:59:58, 582 ნახვა
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, რამაზ გერლიანი იპოვეს
ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტი, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის ყოფილი მოადგილე, რამაზ გერლიანი პოლიციამ 3–დღიანი გაუჩინარების შემდეგ, იპოვა. "გამარჯობა მეგობრებო, გილოცავთ, რამაზ გერლიანი გამოჩნდა და კარგად არის. მადლობა ყველას თანადგომისთვის", – დაწერა რამაზ გერლიანის დამ სოციალურ ქსელში. როგორც ცნობილია, რამაზ გერლიანი თბილისიდან იყო გასული, შესაბამისად, მის კვალს სამართალდამცველებმა სხვა ქალაქში მიაგნეს. პოლიციამ ის უკვე გამოკითხა. შეგახსემენთ. რომ რამაზ გერლიანმა გაუჩინარებამდე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შემოჭრაში ადანაშაულებდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)