11:00 - 02 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-21 17:41:06, 929 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი – ბადრაგმა ჩემი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა სცადა, ველოდები პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექს–პრეზიდენტთან ვიზიტის დროს, პალატაში ინციდენტი მოხდა.

როგორც გიული ალასანია აღნიშნავს, იმ დროს, როდესაც ჰოსპიტალთან დროშებით აქციაზე მიმავალმა ავტოკოლონამ ჩაიარა, მიხეილ სააკაშვილმა ფანჯრიდან დროშა გაყო, რის გამოც, ბადრაგმა მისი ფანჯრის რაფიდან ძალით ჩამოყვანა სცადა.

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა, სადაც ის მომხდარზე საუბრობს და არიშნავს, რომ ბადრაგები საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან.

„დედაჩემის თვალსწინ ბადრაგმა სცადა ჩემი ფანჯრის რაფიდან, ძალით ჩამოყვანა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს საკუთარი ხელით დახატული და თავის დროზე, ჩემი შემოღებული საქართველოს დროშა დავუქნიე. ვერ ჩამომიყვანეს ჩემი წინააღმდეგობის გამო, ეს ხალხი ჩემ თვალში არ ემახურება საქართველოს, საოკუპაციო რეჟიმის მსახურები არიან. აბა ქართველოს საქართველოს დროშის დანახვაზე ასეთი რეაქია არ უნდა ჰქონოდათ. ველოდები, პუტინოიდების მორიგ სარეჟიმო დასჯას, ძირს საოკუპაციო ხელისუფლება! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, – წერია ექს–პრეზიდენტის მიმართვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში შაბათის ტრადიციული მარში გაიმართა
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics