|
2021-12-21 15:43:55, 518 ნახვა
საზოგადოება
სარაჯიშვილის ქ. N11-ში შენობის ავარიული აივნები გამაგრდა
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის ქ. N11-ში მდებარე ოთხსართულიანი საცხოვრებელი შენობის ავარიული აივნების აღდგენა-გამაგრების სამუშაოები დასრულდა. აღნიშნული კორპუსის ხის აივნები დაზიანებული იყო და საფრთხეს წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არაერთხელ მოგვმართეს. შესაბამისად, გამგეობამ მოამზადა შენობის ავარიული აივნების გამაგრების პროექტი და სამუშაოებიც განახორციელა. შედეგად, აივნებზე რკინა-ბეტონის კონსტრუქციები მოაწყვეს, ბლოკით ამოაშენეს და მეტალოპლასტმასის ფანჯრები დაამონტაჟეს. ასევე, ფასადის კედლები არმატურით მოიჯავშნა, გაილესა და შეიღება. სამუშაოებისთვის, რომელიც გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „მადლმა“ განახორციელა, 246 478 ლარი დაიხარჯა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)