|
2021-12-21 13:26:25, 554 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი – მიხეილ სააკაშვილი სტაბილურად იკლებს წონას, ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები აქვს
ის სტაბილურად იკლებს წონას და მიდის იმ წონამდე, სადაც იმყოფებოდა შიმშილობის დასრულების პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა ექს–პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ნევროლოგიური თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები აქვს, რაც გადაადგილებისა და მოძრაობის უნარზე ახდენს გავლენას. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უტარდება. "ის სტაბილურად იკლებს წონას და მიდის იმ წონამდე, სადაც იმყოფებოდა შიმშილობის დასრულების პერიოდში. გარდა ამისა, მას აქვს ნევროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზული პრობლემები, რაც გავლენას ახდეს გადაადგილების უნარზე და მოძრაობის უნარზე. ცხადია, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ კვლავ გასაკეთებელი. ამაზე საუბარია სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის და "ემპათიას" კონსილიუმის დასკვნებში, რომლებიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება და ორივე მიუთითებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს მკურნალობის კურსს, რომელიც ამ ჰოსპიტალში მას არ უტარდება", – განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)