|
2021-12-21 12:51:18, 545 ნახვა
საზოგადოება
რამაზ გერლიანის ოფისიდან სამართალდამცველებმა წერილი და მობილური ტელეფონი ამოიღეს
სამართალდამცავებმა გაუჩინარებული "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორის, ეკონომიკური ექსპერტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლიეს. შსს-მ წერილიც და ტელეფონით ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღო. ამასთან ცნობილია, რომ მობილურს, რომელიც ეკონომიკური ექსპერტის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია. რაც შეეხება წერილის შინაარსს, წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ "ბევრი ითმინა“ და "დაიღალა". ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას თხოვს. ცნობისთვის, ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტს, გარემოს დაცვის სააგენტოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები და ახლობლები 2 დღეა ეძებენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)