|
2021-12-20 16:06:25, 746 ნახვა
საზოგადოება
გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა
გურჯაანის ტექნოპარკში პრე-აქსელერაციის პროგრამის დემო დღე გაიმართა, რომელიც 3-20 დეკემბერს, კახეთის რეგიონში, კერძოდ კი გურჯაანსა და თელავში მიმდინარეობდა. ამბის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს უწყების ცნობით, პრე-აქსელერაციის პროგრამა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებითა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში (#სრიგპ) განხორციელდა. კახეთის რეგიონში პროგრამა საერთო ჯამში ორმოცმა ადგილობრივმა გაიარა, სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეებმა გუნდების ფორმირება მოახდინეს კონკრეტული იდეების ირგვლივ და დემო დღეს ჟიურის წინაშე საკუთარი პროექტების პრეზენტაციით წარსდგნენ. „ინტენსიური სწავლების ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა სტარტაპ ეკოსისტემის აქტიური წევრებისგან, სტარტაპების დამფუძნებლებისა და ეკოსისტემის გამოცდილი პროფესიონალებისგან, რაც ხელს შეუწყობს ამ ადამიანების ჩართვას საქართველოს სტარტაპ საზოგადოებაში და ეკოსისტემის აქტიური როლის ათვისებაში. პრე-აქსელერაციის პროგრამა ხელს უწყობს რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ეკონომიკის პროდუქტიულობის დონის ამაღლებას, ადგილობრივი საწარმოების ინოვაციებისა და კვლევა-განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობის ამაღლებას, მცირე და საშუალო საწარმოების შესაძლებლობების გაზრდას, ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების გამოყენების გზით და სხვა“, - წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)