04:04 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-18 14:01:19, 1039 ნახვა

სამართალი
პირი, რომელმაც წეროვანში 3 ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც 15 დეკემბერს წეროვანში სამი ადამიანი დაჭრა, დაკავებულია. 

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება.

"მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გ.მ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.მ.-მ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს, სოფელ წეროვანში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენა თავის მეზობლებს: 1983 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, 1990 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და 1964 წელს დაბადებულ ზ.მ.-ს. სამივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა ჩაუტარდათ", - ვკითხულობთ შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics