|
2021-12-17 14:13:25, 503 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - რეგულირების სააგენტო უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მუშაობის 2 წლის ანგარიში წარადგინა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გახსნა. ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ რეგულირების სააგენტო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყებაა სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული მიმართულებით ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ხაზი გაუსვა, რომ სააგენტომ 2 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა, მათ შორის უახლესი GMP/GDP ხარისხის სტანდარტის ამოქმედებაა. „რეგულირების სააგენტო არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სააგენტო ჯანდაცვის უწყებაში, რომელიც ორიენტირებული არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებისა და ასევე უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფაზე, ყველა მნიშვნელოვანი და მათ შორის ხმაურიანი შემთხვევების გამოკვლევაზე და დადგენაზე. მინდა ასევე ხაზი გავუსვა იმ რეფორმას, რაც რეგულირების სააგენტომ განახორციელა და ეს გახლავთ GMP და GDP სტანდარდის დანერგვა. უკვე 2022 წლიდან საქართველოში, ეტაპობრივად, ყველა ფარმა მიმართულება გადავა ამ სტანდარტზე. აქ აუცილებლად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ დღეს როგორც არასდროს რეგულირების სააგენტო წარმოადგენს პირველ რიგში პარტნიორს, როგორც კლინიკებისთვის, ასევე ფარმა ბიზნესისთვის. სწორედ ამ დიალოგით და პარტნიორული ურთიერთობებით მათ შეძლეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმა განახორციელეს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)