23:15 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-17 14:11:03, 512 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - „ციფრული იუსტიციის სახლის" პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, სამინისტრო მის საპილოტე ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე წარმოადგენს

„წინსვლისკენ მუდმივი სწრაფვის ძლიერი სურვილი გვიბიძგებს, თანამედროვე სამყაროს ტექნიკური პროგრესის გამოყენებით მომხმარებელს დროსა და სივრცეში მეტი კომფორტი შევუქმნათ", – ასე შეაფასა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ციფრული იუსტიციის სახლის" პროექტი კანონმდებლების წინაშე.

მინისტრის ინფორმაციით, „ციფრული იუსტიციის სახლის" პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო და სამინისტრო მის საპილოტე ვერსიას 2022 წლის გაზაფხულზე წარმოადგენს.

რატი ბრეგაძის განცხადებით, „ციფრული იუსტიციის სახლით სარგებლობას შეძლებს ყველა, ვისაც ექნება ინტერნეტთან კავშირი კომპიუტერისა თუ მობილური ტელეფონის მეშვეობით. ამავდროულად, ეს პროექტი საგრძნობლად შეუწყობს ხელს ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებაში, რაც კონსტიტუციური დავალების შესრულების კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იქნება".

მინისტრის ინფორმაციით, „ციფრული იუსტიციის სახლის" მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს 24 საათის განმავლობაში შეეძლება ელექტრონულად, სახლიდან გაუსვლელად, მისთვის სასურველი მომსახურების მიღება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics