|
2021-12-17 13:35:33, 375 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის „ციფრული უნივერსიტეტი” ამოქმედდება
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული რეფორმების შესახებ იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში ისაუბრა. მინისტრის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და ხარისხის ასამაღლებლად იწყება პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი". უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, პროექტი მსჯავრდებულებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ სრულფასოვანი უმაღლესი განათლება დისტანციური სწავლების მეთოდით და დაეუფლონ მათთვის სასურველ პროფესიას. „სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ეს დიდწილად მსჯავრდებულის მიერ სათანადო გააზრებითა და ცოდნით მიიღწევა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)