|
2021-12-17 07:54:29, 454 ნახვა
საზოგადოება
დაბრუნებულ მიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადაეცათ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, მიგრანტებმა საკუთარი საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო ტექნიკა თავადვე შეარჩიეს. „სახელმწიფო პროგრამის მთავარ მიზანს ემიგრაციიდან დაბრუნებული მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის ხელმეორედ დატოვება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა. რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკვე 400-მდე მიგრანტი დაფინანსდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)