|
2021-12-16 12:39:54, 712 ნახვა
პოლიტიკა
TI - „ოცნება“ ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს აუარესებს, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, ცესკო–ს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების არჩევის წესის შემოთავაზებული ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტობრივად, უქმდება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმება. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ამ ქმედებით ქვეყანაში გაღრმავდება პოლიტიკური პოლარიზება და კიდევ უფრო შემცირდება საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დადებული პირობის დარღვევის გამო ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს კიდევ ერთი ზიანი მიადგება. ამასთანავე, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცესკოს მოქმედ თვმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის თებერვალში გასდის, ამიტომ არის საჭირო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღება. „ეს პროცედურა იმდენად ამარტივებს ცესკოს წევრობის კანდიდატის არჩევას, რომ საპარლამენტო უმრავლესობა კარგავს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების ყოველგვარ მოტივაციას, რითაც საარჩევნო რეფორმის ეს ნაწილი ბოლომდე უფასურდება. ამის გამო, ფაქტობრივად, უქმდება აპრილის პოლიტიკური შეთანხმების შედეგად შემუშავებული წესი, რასაც გადაწყვეტილების მიღების პროცესის ინკლუზიურობა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა უნდა გაეზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცესკოს წევრების არჩევის შეთანხმებულ წესს მმართველი პარტია ცვლის და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს არგებს. 2021 წლის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნების წინაც ცესკოს წევრების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის კანონით დადგენილი პერიოდის 1 თვიდან 1 კვირამდე ერთჯერადი შემცირებით საპარლამენტო უმრავლესობამ მარტივად შეძლო მხოლოდ მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების არჩევა. ახალი ცვლილება კი ამ წესს უკვე არა ერთჯერადად, არამედ ხანგრძლივი ვადით და უფრო მეტად აუარესებს», - ვკითხულობთ განცხადებაში. „საერთაშორისო გამწვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო უმრავლესობას, უარი თქვას შემოთავაზებული კანონპროექტის მიღებაზე და ცესკოს შემდეგი თავმჯდომარე და წევრები აირჩიოს საპარლამენტო ოპოზიციასთან დიალოგსა და ფართო კონსესუსზე დაფუძნებული პრინციპით, რათა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)