|
2021-12-15 13:10:17, 616 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს ასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება და პროექტისთვის ჯამში, დაახლოებით, 848 025 ლარი დაიხარჯება. ,,აღნიშნულ მისამართზე გრუნტის გზა იყო. სამუშაოების შედეგად კი, მოსახლეობა მოწესრიგებული გზით ისარგებლებს. ავჭალა 2-ში, დოდო აბაშიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, ქალაქ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ 1 140 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რისთვისაც 940 000 ლარამდე დაიხარჯა. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)