|
2021-12-14 17:13:27, 796 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში გიდებისთვის ტრენინგები მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გიდებსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ლექციები უტარდებათ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქართული ხალხური სიმღერები, მუსიკალური საკრავები, ეთნოგრაფია, ქართული ჩაი, ბათუმის განაშენიანება და არქიტექტურა, ასევე ქართული ორთაბრძოლის ხელოვნება, ქართული ცეკვები და ეროვნული სამოსი, ბათუმის ოკუპაციების ისტორია - იმ თემებს შორისაა, რომელზეც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ლექციები მიმდინარეობს. მოკლე სალექციო კურსის მიზანი რეგიონში მოქმედი გიდების ცოდნისა და მომსახურების ხარისხის ამაღლებაა. ცნობისთვის, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული სექტორის 700-ზე მეტ პირს ჩაუტარა ტრენინგები, მასტერკლასები და ლექციები. სერვისის გასაუმჯობესებელ ღონისძიებებში საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები, ბარმენები, გიდები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)