|
2021-12-13 17:27:42, 594 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - 21 დეკემბერს აქცია ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია, სიურპრიზებით აღსავსე დღეები გველის
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნისა და მისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთი სწორი გზაა. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს და „ქართულ ოცნებას“ ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები ელის წინ. „21 დეკემბერს ნიკა მელიას მიერ დაანონსებული აქცია ჩემთვის პიროვნულად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა კონსოლიდაციით მრავალრიცხოვნება და გადამწყვეტი ნაბიჯები ქვეყნის და მათ შორის ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად ერთადერთი სწორი გზაა. მე კარგად ვხედავ, რომ სუს-ი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას. "ნაციონალურ მოძრაობასა" და ნიკა მელიაზე თავდასხმები მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია. მათთვის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თავისი 1 მილიონი მხარდაჭერით არის მძარცველთა ბანდის ბოგინის გარდაუვალი დასასრული. ამიტომ ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ლიდერშიპის გარშემო 21-ში და შემდგომ დღეებში და ასევე, დავდგეთ საერთო პლატფორმაზე ყველა სხვა, დიდ თუ პატარა ჯგუფთან და აქტიურ მოქალაქესთან ერთად. ივანიშვილის ხრიკები ამჯერად ვერ იმუშავებს. ძალიან აქტიური და სიურპრიზებით აღსავსე დღეები და კვირები გველის წინ. წინანდალში ცოტა ნაადრევად მოუწიათ ბიჭებს ზეიმი!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
დუნაის დაბლა დაწევამ უნგრეთში, ბოლო 44 წლის განმავლობაში პირველად, ატომური ელექტროსადგურის სრული გაჩერება გამოიწვია
ტრამპი აცხადებს, რომ თუ შეთანხმება სწრაფად იქნება მიღწეული, ის თავს შეიკავებს ირანზე დარტყმისგან
დრონები თავს დაესხნენ სარატოვში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას და ენგელსის აეროდრომს
რუსეთში დრონის თავდასხმის შემდეგ Wildberries-ის კიდევ ერთ დიდ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)