08:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-10 16:44:16, 997 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმჯერ პუტინის განცხადებით, უკრაინაში, დონბასში არსებული ვითარება „გენოციდს“ ჰგავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის სამხრეთში არსებულ მწვავე პოლიტიკურ ვითარებას გენოციდს ადარებს. აღნიშნულის შესახებ BBC იუწყება.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ბევრი რუსულენოვანი მოქალაქე, რუსეთის საზღვრებს გარეთ, დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება. პრეზიდენტი ამას „რუსოფობიას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ სამხრეთ უკრაინაში, კერძოდ დონბასის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამავე ნიშნით ხალხის დისკრიმინაცია ძალიან ხშირია.

„ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რა ხდება დონბასში. მდგომარეობა უდაოდ, გენოციდს ჰგავს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თეთრი სახლის პრესმდივანი - ჯენ ფსაკი აღნიშნულ განცხადებას არასწორს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს კონკრეტული, რუსეთის მიერ ცრუ ინფორმაციის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics