|
2021-12-08 13:00:10, 509 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიწის მდგრადი მართვის საკითხები განიხილეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ერონული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის წევრებს სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში მიწის მართვის ძირითადი ასპექტები გააცნო. უწყების ცნობით, სხდომას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე ხელმძღვანელობდა. გიორგი მიშელაძემ ყურადღება მიწის რესურსების ერთიანი ელექტრონული ბაზის, მიწათსარგებლობის (Land Use) და მიწის დაფარულობის (Land Cover) შესახებ მონაცემთა შექმნის მნიშვნელობასა და სატელიტური მონიტორინგის დანერგვაზე გაამახვილა. აღინიშნა, რომ მონაცემთა ბაზების შექმნაში სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ მიწასთან დაკავშირებით არსებული მონაცემები არასრულყოფილია, ცალკეულ შემთხვევებში კი, საერთოდ არ არსებობს. გიორგი მიშელაძემ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციურ მოწყობასა და იმ პროგრამებზეც ისაუბრა, რომლებსაც სააგენტო ამ ეტაპზე ახორციელებს. შეხვედრაზე განიხილეს სააგენტოს სამომავლო გეგმები და ის ნაბიჯები, რამაც უნდა უზრუნველყოს სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება, რათა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად მოხდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის აღრიცხვა და კადასტრის წარმოება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)