04:11 - 26 Jul, 2026
|
2021-12-07 16:39:09, 628 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება
მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დედაქალაქში 15 პარკის პროგრამა განხორციელდება, აღდგება 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყე. ღონისძიებებზე, რომელიც თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს საკრებულოში ისაუბრა. „მომდევნო 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ მინიმუმ, 15 პარკის პროგრამის განხორციელებას და მინიმუმ, 300 ჰექტარი დეგრადირებული ტყის აღდგენას. იცით, რომ სერიოზული პრობლემაა ამ მიმართულებით - ფიჭვები, რომლებიც წლების წინ იყო დარგული დედაქალაქში, უკვე პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ სანიტარული ჭრების პარალელურად, რომელიც ჩვენ დავიწყეთ, ირგვება ახალი ხე-მცენარეები. ეს პროცესი მომავალ წლებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)